Accessibility links

ბრიუსელში იმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დაძაბულობის განმუხტვაზე სასაუბროდ


ბრიუსელში იმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ უკრაინაში კონფლიქტის, სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებული დაძაბულობისა და სხვა საკითხებს. ნატო-რუსეთის ურთიერთობა გაუარესებულია 2014 წლიდან, პირველ რიგში, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა წელს პირველად იმართება. ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებით, შეხვედრა არის ნაწილი რუსეთთან მიმართებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკისა, რომელიც მდგომარეობს, ერთი მხრივ, ძლიერ თავდაცვაში და, მეორე მხრივ, "აზრიან დიალოგში". ბოლო თვეებში რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების მიზეზებად იქცა რამდენიმე საკითხი, მათ შორის სირიის ომი და ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა. ამას გარდა, ნატომ რუსეთს მოუწოდა, აღიაროს პასუხისმგებლობა 2014 წელს უკრაინის თავზე მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რასაც 298 ადამიანი შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG