Accessibility links

ავღანეთში „ათობით ადამიანი“ გაათავისუფლეს თალიბანის ტყვეობიდან


2018 წლის 31 მარტი: სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში თალიბების ტყვეობიდან გათავისუფლებული პირები

ავღანეთის სპეცდანიშნულების ძალებმა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები, გაათავისუფლეს თალიბანის ტყვეობიდან. ავღანელი სამხედროების ცნობით, ტყვეების გათავისუფლება მოჰყვა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში ჩატარებულ ოპერაციას. არმიის პრესმდივნის განცხადებით, 31 მაისის დილას 103 ადამიანი იქნა გათავისუფლებული ორი ციხიდან, რომლებიც კაჯაკის რაიონში მდებარეობს. ამავე წყაროს თანახმად, შეტაკებისას მოკლეს ოთხი ექსტრემისტი. თალიბანს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ამ ცნობასთან დაკავშირებით. ხოლო ავღანეთის სპეცდანიშნულების ელიტური შენაერთის წარმომადგენლის, ჯავიდ სალიმის ინფორმაციით, გათავისუფლებულია 102 ადამიანი, რომელიც ერთი წელი იყო ტყვეობაში. ისინი სხვადასხვა მიზეზით იქნენ დაკავებული: ზოგი ავღანეთის უშიშროების ძალებთან თანამშრომლობის, ზოგი ადგილობრივი პოლიციის წევრობის გამო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG