Accessibility links

ლავროვი ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება ამ ქვეყნის ლიდერისა და ტრამპის მოსალოდნელ შეხვედრამდე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფხენიანში შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, ხოლო მანამდე - საგარეო საქმეთა მინისტრ რი იონ ჰოს. ფხენიანში ლავროვის ვიზიტი წინ უსწრებს კიმ ჩენ ინთან აშშ-ის პრეზიდენტის მოსალოდნელ შეხვედრას. ჩრდილოეთკორეელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება ორ კორეას შორის, ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის კონტაქტებს. რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვთ მომცრო, სულ რამდენიმეკილომეტრიანი საერთო საზღვარი და საკმაოდ თბილი ურთიერთობა. ვიზიტის ფონია აქტიური დიპლომატიური მუშაობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთკორეელი ლიდერის ისტორიული სამიტის მოსამზადებლად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG