Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდთა მკვლელობის საქმის გამოძიებაში უცხოელი პროკურორები და ექსპერტები ჩაერთვებიან


„ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სასმართლო-სამედიცინო საექსპორტო ბიუროსთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული საექსპერტო ბიუროა“-აღნიშნა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. მან განაცხადა, რომ პროკურატურა საეჭვოდ არ მიიჩნევს სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის ხარისხს, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ყველა საექსპერტო ნიმუში ასევე გაიგზავნება შვეიცარიის ბიუროში. ირაკლი შოთაძე აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცემათ ნებისმიერ საკითხზე შეკითხვები დაუსვან ლოზანის სასამართლო სამედიცინო საექსპორტო ბიუროს.

ირაკლი შოთაძემ აღნიშნა ისიც, რომ მიღებულია გადაწყვეტილება საქმის გამოძიების პროცესში უცხოელი პროკურორების ჩართვის საკითხზე. ეს პროკურორები, ირაკლი შოთაძის თანახმად, არიან: სერ ჯეფრი ნაისი-1998-2006 წლებში იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე; მოშე ლადორი-ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე და პოლ კაფი, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG