Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენის შესახებ განცხადება გაავრცელა


თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს განცხადებას 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაძე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენის შესახებ. სასამართლოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად: "2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო".

სასამართლოს განცხადებაში დამნაშავედ ცნობილი პირები ინიციალებით არიან მოხსენიებული: "სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში".

თბილისის საქალაქო სასამართლო აგრეთვე იუწყება, რომ 31 მაისის განაჩენით, "წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ., გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში".

გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დანიშნა სასჯელის დანიშვნის სხდომა, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG