Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში განიხილავენ საგამოძიებო კომისისს შექმნის საკითხს


პარლამენტში პლენარული სხდომა იმართება, სადაც მსჯელობენ დროებითი საგამოძიებო კომისისს შექმნაზე. კომისიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გამოიძიოს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მომხრეა კომიისიის შექმნის და აბმობს, რომ სასამართლომ ღიად დატოვა კითხვა, ვინ არის დანაშაულის ჩამდენი პირი და ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. “ საკანონმდებლო მანდატის საფუძველზე კომისისს შექმნით ხელი შევუწყოთ მართლმსაჯულების აღდგენას.” ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი აკრიტიკებს მთავარი პროკურორს. აკისრებს მას პასუხისმგებლობას და მოითხოვს თანამდებობიდან მის გადადგომას. “არსებობს საფუძლიანი ეჭვი პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეს. კომისიამ არ უნდა დაუშვას კომპრომისი, ხელი არ უნდა დააფაროს ყოფილი და ამჟამინდელ თანამდებობის პირებს.”- აცხადებს გიორგი კანდელაკი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG