Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: „ბატონო ზაზა, მეც და შოთაძეც ვდგავართ თქვენს გვერდით“


„გამოძიება ვერ გამოიგონებს არგუმენტებს, რადგან ძველი დრო დამთავრდა, გამოძიებას შეუძლია მხოლოდ ის არგუმენტები გამოიყენოს სასამართლოში, რასაც მას მოუტანენ მოწმეები“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწვეტილების კომენტირებისას. თეა წულუკიანის თქმით, საჭიროა მოწმეებთან მუშაობა, რაშიც, მისი სიტყვებით, ფასდაუდებელი როლი შეუძლია ითამაშოს ზაზა სარალიძეს. „პროკურატურა ამბობს და მეც ვეთანხმები იმაში, რომ აუცილებელია ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ როგორც საზოგადოებისთვის, ასევე პროკურატურისათვის გაუგებარი გადაწყვეტილება, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მოსამართლე დამოუკიდებელია“, განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც სიჭირდება ნდობა და საზოგადოების მხარდაჭერა, ისევე როგორც სჭირდება მოკავშირე დაზარალებულ მხარეს. „ართუ მოვისმინეთ, არამედ გავიგონეთ ბატონი ზაზა სარალიძის მოწოდება, ჩემს გვერდით დადექითო. მე მინდა მას პირველად ვუპასუხო, ბატონო ზაზა, მეც, შოთაძეც და ყველანი ვდგავართ თქვენს გვერდით. შესაბამისად, შემხვდი ქუჩაში და აქ გამოვიძითო საქმე, არ გამოვა. ეს არის მკვლელობის საქმე, მეტიც, ეს არის ბავშვთა მკვლელობის საქმე, ამიტომ ასეთი საქმეების გამოძიება ქუჩაში არ ხდება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG