Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ვადას 22 საათამდე აძლევენ


აქციის მონაწილეები პარლამენტთან
აქციის მონაწილეები პარლამენტთან

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ხელისუფლებას 22:00 საათამდე აძლევენ ვადას იმ პირების პროკურატურაში დასაბარებლად, რომელთა თანამდებობიდან გადადგომასაც მოითხოვენ.

„ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა მირზა სუბელიანი ჩაჯდეს ციხეში. მთავარი პროკურორი გაწირეს და მირზას არ სვამენ ციხეში. ვინ არის ეს კაცი?! მოვითხოვთ გადადგნენ მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვენეტაძე და სუბელიანი. როდესაც ეს მოთხოვნა შესრულდება, ჩვენ ჩავთვლით, რომ სისტემა მნიშვნელოვნად ჩამოვშალეთ. ველოდებით 10 საათს. თუ 10 საათზე ჩამოთვლილი პირები არ იქნებიან პროკურატურაში დაბარებულები და არ ექნებათ შესაბამისი ბრალი წაყენებული. დავაყენებთ სხვა მოთხოვნებს. გეშინოდეთ ხალხის და არა მირზა სუბელიანის“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ასევე განათლების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG