Accessibility links

რაგბის კავშირი: იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!


“გვინდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვიზიარებთ და გვერდზე ვუდგავართ ამ ტრაგედიით გაუბედურებულ ოჯახებს, თუმცა იმ აქციებში, რომელსაც პოლიტიკური ელფერი აქვს, არ ვერთვებით!” - ამ შინაარსის განცხადებას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს, თავის facebook-გვერდზე. რაგბის კავშირი მოუწოდებს ყველას, რომ არ გააკეთონ განცხადებები ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო ოჯახის სახელით. კავშირის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ბოლო საათების განმავლობაში არაერთხელ გავრცელებული ინოფომაცია იმის თაობაზე, რომ რაგბის ნაკრები უერთდება რუსთაველზე მიმდინარე აქციას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG