Accessibility links

გერმანიამ და ავსტრიამ დაიწყეს ერთობლივი პატრულირება არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად


გერმანიამ და ავსტრიამ საზღვარზე დაიწყეს ერთობლივი პატრულირება არალეგალურ მიგრაციასა და დანაშაულთან ბრძოლის გასაძლიერებლად. სააგენტო DPA-ს ინფორმაციით, ერთობლივი პატრულირების რაიონია ალპებში მდებარე ბრენერის უღელტეხილი. პირველ ეტაპზე გერმანიის და ავსტრიის სასაზღვრო პოლიციის პატრულირება სამ თვეს გასტანს და მისი გაგრძელების საკითხი შედეგების შესაბამისად გადაწყდება. გერმანელი და ავსტრიელი მესაზღვრეები მკაცრად გააკონტროლებენ სარკინიგზო მიმოსვლას, განსაკუთრებით სატვირთო შემადგენლობებს. გერმანიის ფედერალური პოლიციის წარმომადგენლის, ტომას ბოროვიკის განცხადებით, მიგრანტები ხშირად იყენებენ სწორედ სატვირთო მატარებლებს და ამით საფრთხეში აგდებენ საკუთარ სიცოცხლეს. 2017 წელს, გერმანიის ფედერალური პოლიციის მიუნხენის სამმართველომ სატვირთო მატარებლების სახურავებზე და ვაგონებს შორის აღმოაჩინა ათასამდე მიგრანტი. შარშან, ავსტრია-გერმანიის საზღვარზე სულ დააკავეს 14 600-მდე ადამიანი, რომლებიც გერმანიის ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლას ცდილობდნენ. მათგან 7200 უკან დააბრუნეს. 2018 წლის პირველ ოთხ თვეში დაკავებულია 3800-მდე მიგრანტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG