Accessibility links

იტალიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პრეზიდენტს წარუდგინა მთავრობის შემადგენლობა


პაოლო კონტე

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ მინისტრთა კაბინეტის ფორმირება ბოლო ერთ კვირაში მეორედ დაავალა პროფესიით იურისტს, ჯუზეპე კონტეს. მან პრეზიდენტს წარუდგინა მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც ნდობა უნდა გამოუცხადოს იტალიის პარლამენტმა. უპარტიო კონტე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს ნაციონალისტურმა და პოპულისტურმა პარტიებმა, „ჩრდილოეთის ლიგამ“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ,“ რომლებმაც მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიცია შექმნეს. პრეზიდენტმა მატარელამ ჯუზეპე კონტეს გასულ კვირაშიც მისცა მთავრობის ფორმირების მანდატი, რომელიც კონტემ 27 მაისს უკან დაუბრუნა. უთანხმოების მიზეზად იქცა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ევროინტეგრაციის აქტიური მოწინააღმდეგის, პაოლო სავონას წარდგენა. პრეზიდენტმა მატარელამ ამ კანდიდატურას ვეტო დაადო. ამჯერად, ეკონომიკის მინისტრად წარდენილია ეკონომისტი ჯოვანი ტრია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG