Accessibility links

პროკურატურა არ ეთანხმება მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენს


მთავარი პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ არ ეთანხმება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ ნაწილობრივ გამამტყუნებელ განაჩენს. პროკურატურის ვებსაიტზე 1 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ბრალდების მხარე არ ეთანხმება განაჩენს როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში და მას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.“

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა არეშიძემ 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ბ-ს. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა არასრულწლოვანი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, გ.ჯ-ს. თავის მხრივ, პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალს სდებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG