Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ განმარტა, თუ რას იძიებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში


შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის გამო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც გამოიკვეთა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას. შსს-ს განმარტებით, „გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.“ სამინისტროს განცხადებითვე, „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ქმედებებით ისინი გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ.“

შსს-ს ინფორმაციით, 31 მაისს უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი და გამოკითხვები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ მან მკვლელობის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზევე დაადგინა და დააკავა პირები, რომლებმაც ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული დაფარეს. „ამჟამად მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშაულის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა“ - ნათქვამია შსს-ს მიერ 1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG