Accessibility links

ზაზა სარალიძემ პრეზიდენტს გააცნო მისი ვაჟის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნა


ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გააცნო მოთხოვნა, დაისაჯოს მისი ვაჟის მკვლელობის ყველა მონაწილე. „რა ბერკეტები აქვს, რას გამოიყენებს, ვერ გეტყვით“ - განუცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ. სარალიძის ინფორმაციით, პრეზიდენტი დაპირდა, რომ ყველაფერს ეცდება, რათა უსამართლობის განცდა აღარ დარჩეს. „სავარაუდოდ, მთავრობასთან წავა მოსალაპარაკებლად“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ის თანამოაზრეებთან ერთად რჩება საქართველოს პარლამენტთან, სადაც 16 საათზე იგეგმება საპროტესტო აქციის განახლება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG