Accessibility links

ესპანეთის პარლამენტმა მთავრობა გადააყენა


მარიანო რახოი

ესპანეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოის ხელმძღვანელობით. მთავრობის გადაყენებას მხარი დაუჭირა პარლამენტის 180-მა დეპუტატმა 169-ის წინააღმდეგ. მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი იყო მარიანო რახოის „სახალხო პარტიასთან“ დაკავშირებული კორუფციული სკანდალი. ესპანეთის სასამართლომ კორუფციაში დამნაშავედ ცნო პარტიის 30-მდე წარმომადგენელი. თავად რახოი კორუფციასთან კავშირს უარყოფს. კორუფციული სკანდალი პირადად არ შეხებია მინისტრთა კაბინეტის არცერთ წევრს. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების ინიციატორი იყო "სოციალისტური პარტიის" ლიდერი, პედრო სანჩესი, რომელმაც თავად დაიკავა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG