Accessibility links

"ევროპული საქართველო" ვითარების განმუხტვის ერთადერთ გზად მიიჩნევს ვადამდელ არჩევნებს


გიგა ბოკერია

საპარლამენტო უმცირესობაში მყოფი პარტიის, „ევროპული საქართველოს“ შეფასებით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ეფექტური გამოძიებისთვის ფუნდამენტური საკითხია, რომ ახალი პროკურორი იყოს ფართო საზოგადოებრივი ნდობის მქონე ფიგურა და მნიშვნელოვანია ოპოზიციურ კონტროლქვეშ მყოფი საპარლამენტო კომისიაც.

„მაგრამ განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელი საქციელის ფონზე, ეს ნაბიჯებიც კი ვერ განმუხტავს ბოლომდე პოლიტიკურ კრიზისს და ლოგიკურია ის მოთხოვნა, რომელიც გაისმა აქციაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. მხოლოდ ეს შეძლებს განმუხტოს ვითარება“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან ცდება, თუკი ელოდება პროტესტის ნელ-ნელა ჩაცხრობას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG