Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი ზაზა სარალიძეს შეხვდა


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შეხვდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს. „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც აქვს ბატონ ზაზას. არის ბევრი დეტალი საქმეში, რაც ეჭვს იწვევს და ამის მიტანა საზოგადოებამდე ტელევიზიების და მიტინგის მეშვეობით რთულია და ყველა დეტალს, რაც მას აწუხებს, ყველა გამოუძიებელ გარემოებას, ყველა საეჭვო პირის მონაწილეობას ამ საქმეში სჭირდება გამოძიება და ყურადღება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან“ - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, ზაზა სარალიძეს აქვს პოლიტიკური მოთხოვნები გამომდინარე იქიდან, რომ დაკარგული აქვს რწმენა გამოძიების მიმართ. „ჩემი პოზიციაა, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, ამიტომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, თუმცა გამოძიებამ კითხვები არ უნდა დატოვოს, ისე, როგორც უკვე წარმოებულმა გამოძიებამ დატოვა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG