Accessibility links

შსს-მ მიხეილ ხიდაშელი გამოკითხა


შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა მიხეილ ხიდაშელის გამოკითხვა. „სამართალდამცველებს გარკვეული ტიპის კითხვები ჰონდათ, რომელსაც პასუხი გავეციო“ - განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა მიხეილ ხიდაშელმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას შეეხებოდა კითვები. მანამდე შსს-მ „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, რომ ხიდაშელი გამოკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა, რაც თაღლითობას გულისხმობს. 1 ივნისს „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისგან მიიღო ინფორმაცია, რომ იგეგმება ზაზა სარალიძის დაჭრა და წყაროდ “თინა ხიდაშელის ძმა“ დაასახელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, მიშა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG