Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბდელ ალ-სისი მეორე ვადით გახდა ეგვიპტის პრეზიდენტი


ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფათა ალ-სისი 2 ივნისს ოფიციალურად შეუდგა მეორე ვადით მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ, რაც მარტის არჩევნებში გაიმარჯვა. მას სერიოზული ოპონენტი არ ჰყოლია. სისი ფიცი პარლამენტის წინაშე დადო, ქაიროში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე. სისიმ ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამად მორსი 2013 წელს, სამხედრო პუტჩის შედეგად შეცვალა. მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ სისიმ ქვეყანას მრავალწლიანი არეულობის შემდეგ სტაბილურება და უსაფრთხობა მოუტანა, თუმცა მისი ოპონენტები ბრლს სდებენ საწინააღმდეგო აზრის ჩახშობასა და პრესის თავისუფლების შეზღუდვაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG