Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერდო სანჩესმა ფიცი დადო, როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა


პედრო სანჩესი
პედრო სანჩესი

ესპანელ სოციალისტთა ლიდერმა პედრო სანჩესმა 2 ივნისს ფიცი დადო, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ამ პოსტზე შეცვალა მარიანო რაჰოი. წინ დღით ესპანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ორგანომ უნდობლობა გამოუცხადა მისი პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსნის ირგვლივ ატეხილი კორუფციული სკანდალის გამო. 46 წლის განათლებით ეკონომისტ სანჩეს მთავრობაში მუშაობის არავითარი გამოცდილება აქვს. 2 ივნისს ახალი პრემიერ-მინისტრი ინაუგურაცია გაიმართა მადრიდთან ახლომდებარე სარსუელას სასახლეში, სადაც პედრო სანჩესმა ფიცი წარმოთქვა ესპანეთის მეფე ფილიპე მეექვსის წინაშე. ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და მისი პარტია მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირს და ევროზონის საერთო ვალუტა ევროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG