Accessibility links

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელორუსიამ შესაძლოა აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი რუსეთთან


ბელორუსიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაძლოა აღადგინოს რუსეთთან სასაზღვრო კონტროლი, თუ მოსკოვის მხრიდან შემდგომშიც გაგრძელდება ცალკეულ მონაკვეთებზე საკონტროლო პუნქტების მოწყობა. ბელორუსიას არ ჰყავს სასაზღვრო სამსახურის მუდმივი ქვედანაყოფები რუსეთთან, მაშინ როდესაც, რუსეთის მხრიდან შტატიანი მესაზღვრები ფაქტიურად აწარმოებენ სასაზღვრო კონტროლს. ამის შესახებ სააგენტო „ბელტა“ იუწყება ბელორუსიის სასაზღვრო უწყებაზე დაყრდნობით. ბელორუსიის ლიდერის თქმით, თუ მოსკოვი საზღვარს ჩაკეტავს, მაშინ მინსკიც აამოქმედებს სასაზღვრო კონტროლს. „ჩვენ არ შეიძლება რომ მივბაძოთ რუსებს, რომლებმაც არ იციან, თუ რა უნდათ და რას აკეთებენ რუსეთ-ბელორუსიის საზღვარზე“, - განაცხადა ლუკაშენკომ რუსეთ-ბელორუსიის სასაზღვრო საგუშაგო „დივინის“ მონახულებისას და დასძინა, რომ ამ საკითხს დააყენებს ივნისში დაგეგმილი სამოკავშირეო სახელმწიფოს საბჭოს მორიგ შეხვედრაზე. ამასთან ლუკაშენკომ წარსულის გადმონაშთი უწოდა საზღვარს ორ მოკავშირე სახელმწიფოს შორის.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG