Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის რამდენიმე ქალაქში გაიმართა რეჟისორ ოლეგ სენცოვის მხარდამჭერი აქცია


ბერლინში, პოტსდამის მოედანზე, გაიმართა უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის მხარდამჭერი აქცია იმ გლობალური ინიციატივის “SaveOlegSentsov”ფარგლებში, რომელიც პარასკევს ევროკავშირიდან დაიწყო. რუსეთის ციხეში მყოფმა უკრაინელმა კინორეჟისორმა 14 მაისს გამოაცხადა შიმშილობა მოთხოვნით, რომ განთავისუფლდეს რუსეთის ციხეში მყოფი ყველა უკრაინელი პოლიტპატიმარი. შიმშილობას შეუერთდა ალექსანდრე კოლჩენკო. ის და ოლეგ სენცოვი 2014 წლის მარტში დააპატიმრეს ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სპეცსამსახურებმა და ბრალი წაუყენეს ტერაქტების ორგანიზებაში. 2015 წლის აგვისტოში რუსეთის დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით, კოლჩენკოს კი 10 წლით პატიმრობა შეუფარდა. ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. შაბათს მხარდამჭერი აქციები გაიმართა გერმანიის კიდევ რამდენიმე ქალაქში ჰამბურგში, შტუტგარტსა და დიუსელდორფში. გლობალურ ინიციატივას “SaveOlegSentsov“-ს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც საკუთარი ფეისბუკის გვერდზე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უშიშრად ილაშქრებს „კრემლის უკანონობისა და ტოტალიტარული მეთოდების“ წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG