Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში აიკრძალა კომპანია „უბერის“ საქმიანობა


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიმ ერდოანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში აიკრძალა კომპანია „უბერის“ საქმიანობა, რომლის იაფი და სწრაფი სატრანსპორტო მომსახურება მზარდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. თურქეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ადგილობრივი ტაქსის კომპანიების ზეწოლა. „ჩვენ გვაქვს ტაქსის საკუთარი სიტემა. ეს უბერი საიდან მოვიდა? არ მაღელვებს, რომ ის ევროპაში საქმიანობს. ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 1 ივნისს სტამბულში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე. სტამბულში, სადაც 17 400 ტაქსი მუშაობს, ვითარება მწვავედ დაიძაბა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 2014 წელს „უბერი“ გამოჩნდა. რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადების ფონია ხელისუფლების მიერ დადგენილი ახალი რეგულაციები, რომელიც უკიდურესად ართულებს ლიცენზიის მიღებას „უბერის“ მძღოლების რეგისტრაციისათვის. მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მძღოლს ორი წლით ჩამოერთმევა მანქანის მართვის უფლება. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას კომპანია „უბერის“ მხრიდან მეყსეული რეაგირება არ მოჰყოლია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG