Accessibility links

კატალონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო


კიმ ტორა, კატალონიის ახალი ლიდერი

შაბათს ფიცი დადო ესპანეთის კატალონიის რეგიონის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, კიმ ტორამ და მისი კაბინეტის შემადგენლობამ. ტორა თანამზრახველია კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისა, რომლის თაოსნობით რეგიონში ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი. მის შედეგებს მადრიდმა არალეგიტიმური უწოდა და რეგიონში პირდაპირი მმართველობა შემოიღო. კატალონიის რეგიონის ახალი მთავრობის ფორმირებით დასრულდა მადრიდის პირდაპირი მმართველობა კატალონიაში. ფიცის დადების შემდეგ კიმ ტორამ მოლაპარაკებისაკენ მოუწოდა ესპანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს, რომელიც ასევე 2 ივნისს, ფიცის მიღების შემდეგ, შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG