Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: სისტემა ვერ დაინგრევა მისი შემქმნელის რევანშით


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „სისტემა ვერ დაინგრევა სისტემის შემქმნელის, „ნაცმოძრაობის“ რევანშით, სისტემის შემნარჩუნებლის „ოცნების“ წინააღმდეგ.“ დავით უსუფაშვილის განცხადება 2 ივნისს გავრცელდა იმ ფონზე, რაც თბილისში პარლამენტის შენობის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მართლმსაჯულების სისტემის ძირეული ცვლილებაა. „სისტემა დაინგრევა და ქვეყანა გადარჩება კონსტიტუციის ფარგლებში წარმართული პოლიტიკური პროცესით და პროპორციული არჩევნების გზით ხალხის ნების ადეკვატურად ამსახველი ახალი პარლამენტით და ახალი მთავრობით“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი და დასძენს, რომ „რევოლუციურ ტალღაზე - პროცესების ლიდერი ძალა სწორედ ამ სისტემის მეშვეობით იღებს ხოლმე ერთპიროვნულ უმრავლესობას და ხდება ერთპიროვნული მმართველი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG