Accessibility links

რუსთავში, ავტობანის გასწვრივ ავტომობილები წყალში ჩარჩა


ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორია

დღეს რუსთავში, ავტობანის გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაახლოებით 30 ავტომობილი წყალში აღმოჩნდა. შაბათ-კვირას ავტობაზრობაზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ავტომობილი გააქვთ გასაყიდად. მფლობელების ნაწილი მიმდებარე ტერიტორიაზე აჩერებს მანქანას. რამდენიმე ავტომობილის მესაკუთრე ამ დრომდე არ ჩანს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ისინი გზის ამ მონაკვეთს განსაკუთრებულად აკონტროლებენ.

რუსთავში დღეს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და შიდა ეზოები. ქალაქის მთელ რიგ უბნებს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ქუთაისის და შარტავას მოედნებზე, სადაც სანიაღვრე ჭები ვერ გაატარა წყლის დიდი ნაკადი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG