Accessibility links

სეული მიესალმება აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების უმაღლესი დონის შეხვედრას


სამხრეთ კორეა მიესალმება აშშ-ის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმად დღის წესრიგში დაბრუნდა მისი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა. „ჩანს, გაფართოვდა და გაძლიერდა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების სამატისაკენ მიმავალი გზა“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის პრეზიდენტ, მუნ ჩენ ინის მიერ 2 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. წინა დღით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრა მასა და ჩრდილოეთ კორის ლიდერს შორის დაგეგმილ ვადებში, 12 ივნისს გაიმართება სინგაპურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG