Accessibility links

ზაზა სარალიძე: მივიღეთ ინფორმაცია, რომ შსს აპირებს კუპრავას დაკავებას


ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს მისი ადვოკატის ზვიად კუპრავას დაკავებას. ამის თაობაზე ზაზა სარალიძემ, თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ერთ-ერთი მოსწავლის, დავით სარალიძის, მამამ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც მესამე დღეა გრძელდება საპროტესტო აქცია თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის დასჯისა და საქართველოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ზაზა სარალიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG