Accessibility links

ზაზა სარალიძემ უარყო ზვიად კუპრავასთან განხეთქილება და ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა


ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მასსა და ზვიად კუპრავას შორის არანაირი განხეთქილება არ მომხდარა - "ვის მოუვიდა ეგ სისულელე აზრად?", - კითხვა შეუბრუნა მან ჟურნალისტებს. ზაზა სარალიძემ ილაპარაკა პროვოკაციაზე და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მისი წაყვანის მცდელობაზე. არ დაუზუსტებია, ვინ ცდილობდა მის წაყვანას: "ჩემი წაყვანა უნდოდათ სადღაც, ხელი ჩამჭიდეს და ჩემი მეგობრები რომ არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი, ვერ გეტყვით...". სარალიძემ ყველას მოუწოდა პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ. ის ლაპარაკობს პოლიტიკურ ზეწოლაზე და მოუხმობს ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა მოქალაქეს პარლამენტთან მისვლისკენ. ზაზა სარალიძემ აგრეთვე თქვა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია ზვიად კუპრავას გატაცების საფრთხეზე. მოგვიანებით ზვიად კუპრავამაც განაცხადა, რომ ზაზა სარალიძესთან ერთად გრძელდება ბრძოლა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG