Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიათურელი მაღაროელები დღეს აღარ გაიფიცებიან


ჭიათურელმა მაღაროელებმა გადადეს დღეს დილიდან დაგეგმილი გაფიცვა. პროფკავშირების წარმომადგენელმა, პაატა სამხარაძემ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მაღაროს მფლობელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა წუხელ შესთავაზეს ივნისიდან ხელფასის 10%-ით მომატება და დაპირდნენ, რომ იანვრიდანაც შეეცდებიან შრომის ანაზღაურების გაზრდას. მაღაროელები მოითხოვენ, რომ ინფლაციის შესაბამისად, მათი ხელფასი 30%-ით გაიზარდოს და გაუმჯობესდეს შრომის პირობები და უსაფრთხოების მდგომარეობა. პაატა სამხარაძის განცხადებით, კომპანიის დაპირებაა, რომ ეს პრობლემები ერთობლივი მუშაობით, ეტაპობრივად მოგვარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG