Accessibility links

ტოჩინოშინი საქართველოში ოძეკის წოდებით დაბრუნდა


ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)

საქართველში ჩამოვიდა სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ გულშემატკივრები, რომლებმაც ოძეკის ტიტულის მოპოვება მიულოცეს.

იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭომ ლევან გორგაძეს ოძეკის წოდება მაისში მიანიჭა. 30 წლის ლევან გორგაძე სუმოს ისტორიაში მესამე ევროპელი ოძეკია ბულგარელი კოტოოშუსა და ესტონელი ბარუტოს შემდეგ. ოძეკზე უფრო მაღალი მხოლოდ იოკოძუნას წოდებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG