Accessibility links

ვულკანის ამოფრქვევის გამო, გვატემალაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


პოლიციელებს დაზარალებულები გაჰყავთ სტიქიის ზონიდან

სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაშავდა გვატემალაში, ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად. ადგილობრივი მედია მაშველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულთა რაოდენობა სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, რადგან სამაშველო სამსახურები, პოლიცია და არმიის ქვედანაყოფები ფერფლით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ რამდენიმე რაიონთან მიახლოებას. ვულკანიდან გადმოსულმა ლავამ დაფარა ქალაქი ელ-როდეო, სადაც 14 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. გვატემალის ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 3 ათასამდე ადამიანი. პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ინფორმაციით, სტიქიამ სავარაუდოდ, დაანგრია სულ მცირე სამი რაიონი. ვულკანი ფუეგო, რომელიც გვატემალის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარეობს, 3 ივნისს, საღამოს ამოიფრქვა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG