Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გზების ხარისხით მსოფლიოში 82-ე ადგილზეა


მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2017-2018,“ რომლის თანახმად, გზების ხარისხით საქართველო 82-ე ადგილზეა მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის. საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა შეფასდა 3,8 ქულით. ასეთივე ქულა აქვთ ბოტსვანას და ჰონდურასს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ინდექსით, უმაღლესი შეფასება 7 ქულაა, ყველაზე დაბალი კი 1. გზების ხარისხით საქართველოს უშუალო სამეზობლოში ჩამორჩებიან სომხეთი და რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი კი გაცილებით მოწინავე, 30-ე და 36-ე ადგილებზე არიან. ამასთან, საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის სამი ქვეყანა - ლატვია, ბულგარეთი და რუმინეთი.

საუკეთესო გზების მქონე ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: არაბთა გაერთიანებული საამირო, სინგაპური, შვეიცარია, ჰონ-კონგი და ნიდერლანდი. თუმცა, არცერთი მათგანი არ არის შეფასებული უმაღლესი, 7 ქულით. რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ არაბთა გაერთიანებულ საამიროს 6,4 ქულა აქვს. გზების ხარისხით ბოლო, 137-ე ადგილზეა მავრიტანია 2 ქულით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG