Accessibility links

კიშინიოვის მერობისთვის ბრძოლაში პროევროპელმა კანდიდატმა დაამარცხა პრორუსული პარტიის კანდიდატი


ანდრეი ნესტასე

მოლდავეთის დედაქალაქის, კიშინიოვის მერის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა პროევროპული პარტიის, „ღირსების და სიმართლის“ ლიდერმა, ანდრეი ნესტასემ. 3 ივნისს გამართულ მეორე ტურში ნესტასემ მიიღო ხმების 52,57%. მეორე კანდიდატს, სოციალისტ იონ ჩებანს მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეთა 47,43%-მა. აღსანიშნავია, რომ მერის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 მაისს ჩატარდა, პრორუსული „სოციალისტური პარტიის“ კანდიდატმა, ჩებანმა ხმების 41% მიიღო, ნესტასემ კი 32%.

კიშინიოვის მერად არჩეულმა ანდრეი ნესტასემ შემდეგ მიზნად დაასახელა მოლდავეთის გათავისუფლება პრეზიდენტ იგორ დოდონის და ოლიგარქ ვლად პლახოტნიუკისგან. „ჩვენ კარგი საფუძველი შევქმენით იმისათვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში“ - განაცხადა ანდრეი ნესტასემ. მოლდავეთში საპარლამენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG