Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პრემიერისგან „ადამიანური პირობა“ მიიღო


მალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი

დასრულდა მთავრობის ადმინისტრაციაში თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და მის ადვოკატთან გამართული შეხვედრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, „კონკრეტული შედეგი, რომ ხვალ დაისჯება დამნაშავე ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და აუცილებლად იქნება მასზე რეაგირება, თუკი იქნება ამის საფუძველი.“ მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრისგან მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიიღო „ადამიანური პირობა“, რომ ამ საკითხზე იგი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG