Accessibility links

ბაქოში სასამართლომ უარყო რთე/რთ-ის სარჩელი ვებსაიტის დაბლოკვის გამო


აზერბაიჯანში საკასაციო სასამართლომ უარყო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის სარჩელი მისი ვებსაიტის, azadliq.org-ის დაბლოკვის გამო. ბაქოს საკასაციო სასამართლოს 4 ივნისის განცხადებით, მან სამართლიანად მიიჩნია კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს გადაწყვეტილება საიტის დაბლოკვის შესახებ, რის გამოც საჭიროდ არ მიიჩნევს გადაწყვეტილების შეცვლას. აზერბაიჯანში azadliq.org დაბლოკეს 2017 წლის მარტში - მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ ვებსაიტი „საფრთხეს“ უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტ ტომას კენტის 12 მაისის განცხადებით, საიტის დაბლოკვა არის ნაწილი მიზანმიმართული კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს რთე/რთ-ის მაუწყებლობის ჩახშობას მკაცრად გაკონტროლებულ ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG