Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს დასავლეთის სანქციებზე რუსეთის საპასუხო ზომების შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საპასუხო სანქციების დაწესებას. კანონი 4 ივნისსვე გამოქვეყნდა მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე. ის მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, აკრძალოს ამათუიმ საქონლით, თუ მომსახურებით ვაჭრობა ქვეყნებთან, რომლებიც ახორციელებენ „არამეგობრულ ზომებს რუსეთთან მიმართებით“. კანონი მიჩნეულია მოსკოვის მცდელობად, უპასუხოს აშშ-ის მთავრობის მიერ აპრილში დამტკიცებულ ზომებს - საბანკო ანგარიშების გაყინვას და ფინანსურ შეზღუდვებს რუსი ოფიციალურ პირების, ოლიგარქებისა და კომპანიებისათვის, რომელთაც ახლო კავშირი აქვთ პუტინთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG