Accessibility links

თბილისის მეტროს მემანქანეები გაფიცვას განაგრძობენ


თბილისის მეტრო კვლავ დაკეტილია მემანქანეთა გაფიცვის გამო. წუხელ უშედეგოდ დასრულდა მემანქანეების და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეხვედრა ჯერ თბილისის მერიაში, შემდეგ კი გლდანის დეპოში. მეტროს მემანქანეთა განცხადებით, მათთვის მიუღებელია მერის წინადადება, რომ ხელფასის გაზრდის საკითხზე მსჯელობა მომავალი წლიდან დაიწყება. თავის მხრივ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტროს თანამშრომლებს აუხსნეს დღეს არსებული ფინანსური მდგომარეობა როგორც მერიაში, ისე სატრანსპორტო კომპანიაში. კალაძეს იმედი აქვს, რომ უახლოეს ხანში შეძლებენ პოზიციების შეჯერებას და მეტრო მუშაობას განაახლებს.

გაფიცული მემანქანეები ხელფასის 45%-ით გაზრდას მოითხოვენ. საპასუხოდ, თბილისის მერია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური რესურსი. მეტროს მუშაობის შეჩერების გამო თბილისში მეორე დღეა უფასოა მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG