Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ავარიული შენობის გამო დროებით სამუშაო სივრცეს ითხოვს


საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ფეისბუკის
საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ომბუდსმენის ოფისის ავარიული
შენობის ფოტოები, რომლებზეც მოჩანს დაბზარული კედლები. 5
ივნისს, ღამით მომხდარი მიწისძვრის შემდეგ შენობაში სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლების მუშაობა უსაფრთხო აღარ არის. ნინო ლომჯარია დახმარებას ითხოვს და წერს:
„გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ
უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლივ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ“.


სახალხო დამცველი შენობის ავარიულობის თაობაზე ცოტა ხნის
წინაც წერდა და აცხადებდა, რომ შენობაში მუშაობა არ იყო
უსაფრთხო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG