Accessibility links

იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრს რუსეთისთვის სანქციების მოხსნა სურს


ჯუზეპე კონტე

იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მისი მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებად დაასახელა არალეგალური იმიგრაციის შეწყვეტა და რუსეთთან კავშირების გამყარება. კონტეს განცხადებით, ის ემხრობა მოსკოვთან ღია ურთიერთობებს და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას. საუბარია ყირიმის ანექსიის გამო მოქმედ სანქციებზე. იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, სანქციები სამოქალაქო საზოგადოებას აზარალებს.

5 ივნისს, იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ 171 ხმით 117-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა ახალ, პოპულისტურ მთავრობას ჯუზეპე კონტეს ხელმძღვანელობით. უპარტიო იურისტი კონტე იტალიის პრემიერ-მინისტრად წარადგინეს ნაციონალისტურმა და პოპულისტურმა პარტიებმა, „ჩრდილოეთის ლიგამ“ და „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ,“ რომლებმაც მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიცია შექმნეს. ცნობილმა მილარდერმა და ფილანტროპმა, ჯორჯ სოროსმა ამ კვირაში ეჭვი გამოთქვა, რომ „ჩრდილოეთის ლიგას“ რუსეთი აფინანსებს. პოლიტიკური პარტიის ლიდერები და კრემლი ამას უარყოფენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG