Accessibility links

შსს: ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას წამების მუხლი დაემატა


ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, არჩილ ტატუნაშვილის საქმეს დაემატა წამების კვალიფიკაცია. „დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, ანუ ფაქტობრივად, ცხედარს აღენიშნება წამების კვალი და შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია“ - განუცხადა 6 ივნისს, ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა. მისი ინფორმაციით, გამოძიება ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს.

დაწერეთ კომენტარი

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG