Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ირანი გააფრთხილა, რომ არ მისცემს ბირთვული იარაღის შექმნის უფლებას


ნატანზის ბირთვული ცენტრი. ირანი, 2015 წლის 30 მარტი
ნატანზის ბირთვული ცენტრი. ირანი, 2015 წლის 30 მარტი

აშშ-მა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გამოეხმაურა თეირანის განცხადებას, რომ ურანის გამდიდრების მოცულობის გაზრდას აპირებს. „ჩვენ ირანს არ მივცემთ ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას. ირანს გაცნობიერებული აქვს ჩვენი სიმტკიცე. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ როგორ სულელურად ხარჯავს ირანი თავის რესურსებს. არავის უნდა გაუკვირდეს, თუ ირანში პროტესტი გაგრძელდება“ - დაწერა ტვიტერზე მაიკ პომპეომ.

6 ივნისს, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ურანის გამდიდრების გასაძლიერებლად, ნატანზის ბირთვულ ცენტრში ერთ თვეში დასრულდება ცენტრიფუგების მშენებლობა. მანამდე ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გამოაცხადა, რომ თეირანი არ აპირებს ერთდროულად მოითმინოს სანქციები და ბირთვული პროგრამის შეზღუდვა. აშშ-მა 2018 წლის მაისში დატოვა ირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც თეირანს ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ მოუხსნეს საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები. შეთანხმების მონაწილეებად რჩებიან დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ირანს მოუწოდებენ, განაგრძოს დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG