Accessibility links

ავღანეთის ხელისუფლებამ "თალიბანს" დროებითი ზავი შესთავაზა


პრეზიდენტი აშრაფ ღანი

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ დროებითი ზავი გამოუცხადა რადიკალურ მოძრაობას „თალიბანს.“ გადაწყვეტილება უკავშირდება იდ ალ-ფიტრის დღესასწაულს, რომელსაც მუსლიმები აღნიშნავენ რამაზნის მარხვის დასრულების ნიშნად. აშრაფ ღანის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის თანახმად, 12-20 ივნისის პერიოდში ავღანეთის უსაფრთხოების ძალები შეწყვეტენ იერიშებს „თალიბანის“ წინააღმდეგ, თუმცა, ზავი არ ვრცელდება ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე, „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ალ-ყაიდაზე.“ ავღანეთის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის დროებით შეწყვეტით „თალიბანს“ აძლევენ შესაძლებლობას გაიაზროს, რომ მისი ძალადობრივი ქმედებებით ავღანელ ხალხს კიდევ უფრო შორდება. „თალიბანის“ პრესმდივანმა ზაბიულა მუჯაჰედმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უარი უთხრა პრეზიდენტ აშრაფ ღანის შეთავაზების კომენტირებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG