Accessibility links

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის პოლიტიკას აკრიტიკებს


ჰაიკო მასი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მასი მიიჩნევს, რომ ევროპამ ახალი პარტნიორები უნდა ეძებოს. „დიდი შვიდეულის“ ლიდერთა სამიტის წინ, რომელიც 8 ივნისს, კანადაში იხსნება, მასმა მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა. მინისტრმა გაზეთ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგ“-ს განუცხადა, რომ ევროპას ზიანს აყენებს აშშ-ის ისეთი ცალმხრივი ნაბიჯები, როგორიცაა კლიმატის შესახებ შეთანხმებასა და ირანთან ბირთვულ გარიგებაზე უარი და საბაჟო პოლიტიკის შეცვლა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დაგროვდა ისეთი პრობლემური საკითხები, რომლებზეც ევროპა ვეღარ გაჩუმდება. ჰაიკო მასის შეფასებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხოლოდ ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ერთი ქვეყნის უპირატესობის პოლიტიკას ატარებს, ეს კი მსოფლიოს ვერ გახდის უკეთესს და უფრო უსაფრთხოს და მშვიდობიანს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსაძებნია ახალი პარტნიორები. ამ კონტექსტში მასმა ახსენა კანადა, ლათინური ამერიკა და აზიის და აფრიკის ქვეყნები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG