Accessibility links

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ირლანდია დაამარცხეს


საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ირლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს სამი ლელო დაუდეს, 24:20 დაამარცხეს და ერთი ლელო დააკლდათ ბონუს-ქულის ასაღებად.

ქართველმა მორაგბეებმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს. ირლანდიასთან მატჩამდე მათ სამხრეთ აფრიკასთან და საფრანგეთთან წააგეს, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და მეცხრე ადგილისთვის მებრძოლ ოთხეულში გააგრძელებენ თამაშს, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და იაპონიასთან ერთად.
პლეი ოფის ნახევარფინალები 12 ივნისს შედგება და საქართველოს ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG