Accessibility links

ზაზა სარალიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელს შეხვდა


პარლამენტში დასრულდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის შეხვედრა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და საგამოძიებო კომისიის წევრები ელენე ხოშტარია და ოთარ კახიძე.

შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ კვლავ გაიმეორა, რომ ენდობა კომისიის ყველა წევრს, გარდა ეკა ბესელიასი. „ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს იმაში, რომ ჩემს უკან პოლიტიკური ფიგურები დგანან, მოდით ახლა შევატრიალოთ - მე რომ დედა შევაგინო ბესელიას და მერე ბოდიში მოვუხადო მე არ გამითვალისწინებია კონკრეტულად შენზე შეგინება, იგივე ფაქტორია“ - განუცხადა ჟურნალისტებს სარალიძემ. მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიასთან მუდმივად ითანამშრომლებს, თუმცა, ბესელიას უნდობლობას უცხადებს. ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ კომისიის დანარჩენი წევრებისადმი ნდობითაა აღჭურვილი, რადგან ეს ხალხი მიაღწევს მიზანს და დაადგენს, ვინ მფარველობდა გამოძიებას და ვინ მოკლა მისი ვაჟი.

ზაზა სარალიძის განცხადებითვე, ძალაში რჩება 10 ივნისიდან საპროტესტო აქციების განახლება, თუ ამ დრომდე ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს მკვლელობაში დამნაშავეთა დასაკავებლად.

ზაზა სარალიძემ ასევე, ხაზი გაუსვა ბოლო ხანს, სოციალური ქსელებით გავრცელებულ ცნობებს, რომ მისი ვაჟი დავით სარალიძე მოძალადე იყო. ზაზა სარალიძემ 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მიმართა, დაუყოვნებლივ გამოაშკარავოს, იყო თუ არა მისი ვაჟი მოძალადე და თუ არა, ესეც საჯაროდ თქვას. სარალიძის განცხადებითვე, თუ მისი შვილი სკოლაში ძალადობდა, პასუხისმგებლობა ეკისრება 51-ე სკოლის ადმინისტრაციასაც.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG