Accessibility links

მერკელი: ევროპის ქვეყნები არ იზიარებენ ტრამპის მოწოდებას, რომ რუსეთი G7-ში უნდა დაბრუნდეს


დასავლეთის სხვა ლიდერები უგულებელყოფენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას, რომ რუსეთი დიდ შვიდეულში უნდა დაბრუნდეს. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ამბობს, რომ ეს არ მოხდება, სანამ აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტაში პროგრესი აღინიშნება. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ჯგუფის შვიდი წევრიდან ოთხს წარმოადგენენ, სამიტამდე შეთანხმდნენ, რომ "დიდი შვიდეულის სამიტების ფორმატში რუსეთის დაბრუნება არ შეიძლება მოხდეს მანამ, სანამ უკრაინის პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება" - განაცხადა მერკელმა კვებეკში, კანადაში, 8 ივნისის საღამოს. რუსეთი ამ ჯგუფიდან ოთხი წლის წინ გარიცხეს, მას შემდეგ, რაც მან უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა და სეპარატისტებს უჭერს მხარს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 10300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ომის ფარგლებში. მერკელის თქმით, ის, რომ რუსეთი კვლავაც ჯგუფის გარეთ უნდა იყოს, ევროპის "ერთიანი შეხედულებაა" - თუმცა იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ მოგვიანებით ტვიტერით გაიმეორა ტრამპის მოწოდება, რომ რუსეთი "მოლაპარაკების მაგიდასთან" უნდა დაბრუნდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG