Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მირზა სუბელიანი ისევ დაკითხვაზეა


შსს
შსს

შსს-ში ამ დრომდე გრძელდება პროკურატურის ყოფილი
მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა, რომელიც
დაკავშირებულია ხორავას ქუჩაზე მომხდარი 51-ე სკოლის
მოსწავლეების მკვლელობის საქმესთან. ბოლო დღეების
განმავლობაში სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მესამედ
დაიბარეს. მისი განცხადებით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს,
დადებული აქვს გაუთქმელობის ხელწერილი და მედიასთან
დამატებით კომენტარს არ აკეთებს. შსს-შია მისული სუბელიანის
ადვოკატიც, რომლის თქმით, მას შსს-ში მისვლა მირზა სუბელიანის
ოჯახმა სთხოვა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ოთარ კახიძის განცხდებით, „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და წარსდგეს საგამოძიებო კომისიის წინაშე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG