Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და რუსეთის გენერლებმა განიხილეს კონფლიქტების თავიდან არიდების გზები


აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსანმა გენერლებმა ჰელსინკიში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს შემთხვევითი კონფლიქტების თავიდან არიდების და უკრაინაში, სირიაში თუ სხვა ადგილებში დაძაბულობის შემცირების გზები - იუწყებიან ორი ქვეყნის სამხედრო უწყებები. შეხვედრა 8 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ვალერი გერასიმოვმა, რუსეთის გაერთიანებული სამხედრო შტაბის უფროსმა და ჯოზეფ დანფორდმა, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა. "მხარეებმა განიხილეს სირიის კრიზისის გადაჭრის სხვადასხვა ასპექტი, ორმხრივი ურთიერთობის საკითხები და ინციტენტების აღკვეთის გზები. მათ აღნიშნეს რაოდენ მნიშვნელოვანია სირიაში ვითარების სწრაფი სტაბილიზაცია" - იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და დასძენს, რომ "მხარეებმა ისაუბრეს დაძაბულობის განმუხტვის და ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზებზე". აშშ-ის გაერთიანებულმა შტაბმა მოკლე განცხადებაში აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის არმიებმა "გადადგეს ნაბიჯები ოპერაციული უსაფრთხოების და სტრატეგიული სტაბილურობის" გასაუმჯობესებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG