Accessibility links

პუტინმა და პოროშენკომ განიხილეს პატიმართა გაცვლის შესაძლებლობები


კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და უკრაინის ლიდერმა, პეტრო პოროშენკომ იმსჯელეს პატიმართა გაცვლის შესაძლებლობაზე. "განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის დაკავებული პირების გაცვლას" ორ მხარეს შორისო, ამბობს კრემლი 9 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ ლიდერებმა 9 ივნისს ისაუბრეს ტელეფონით და პოროშენკომ კონკრეტულად ითხოვა რუსეთში დაკავებული უკრაინის იმ მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც პროტესტის ნიშნად შიმშილობენ. იმ პირებს შორის, რომელთა გათავისუფლებაც პოროშენკომ მოსკოვს სთხოვა, არის ოლეგ სენცოვი, უკრაინელი რეჟისორი, რომელიც რუსეთის შორეული ჩრდილოეთის ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG